
”ელენას მოჩვენების” შემდეგ მარიცა ბუსტამანტე ტელენოველებს კვლავ კომპანია ”ტელემუნდოში” უბრუნდება. 31 წლის მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა გაიცნო სერიალებიდან ”ელენას მოჩვენება” - კორინა, ”ცოდვილი - ბარბი, ”მიმწყვდეული” - კარამელი და ”განრისხებული ანგელოზი” - მარიელა სახიფათო ურთიერთობებით დაიწყებს ცხოვერებას და მომდევნო რამდენიმე თვე ”სახიფათო ურთიერთობებში” ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
სერიალში მარიცას გარდა დამტკიცებულები არიან სანდრა ეჩევერია და 11 ახალგაზრდა დამწყები მსახიობი, რომლებიც კომპანიამ რამდენიმე კვირიანი კასტინგის შემდეგ შეარჩია. ჭორის დონეზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქ მონაწილეობას მიიღებს ვანესა პოსეც (ელისა - ”სად არის ელისა?”, ვიკი - ”ავრორა”).
”სახიფათო ურთიერთობები” ტელემუნდოზე იანვარში დაიწყება.